უნდა დავსვათ ერთად სოცმუშაკები, პერსონალი, მეუფე სპირიდონი და ბავშვები - დავითულიანი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი დეპუტატ შალვა პაპუაშვილთან ერთად ნინოწმინდის პანსიონში იმყოფება. მისი თქმით, დღეს სოცმუშაკები, პერსონალი, მეუფე სპირიდონი და ბავშვები ერთად უნდა დასვან და ბავშვებს სტრესული ფონი მოუხსნან.

„დღეს უნდა დავსვათ ერთად სოცმუშაკები, პერსონალი, მეუფე სპირიდონი და ბავშვები. ბავშვებს მოვუხსნათ ის სტრესული ფონი, რაც იქ უცხო ადამიანების ყოფნით არის გამოწვეული და შემდეგ გადავიდეთ იმ ეტაპზე, როდესაც სოცმუშაკები დაიწყებენ ინდივიდუალურ მუშაობას ბავშვებთან“, – განაცხადა დავითულიანმა.

მისივე თქმით, მეუფე სპირიდონის დამოკიდებულება სოცმუშაკების მიმართ იყო „რბილი და მიმღებლური“ და მათ აძლევს მუშაობის საშუალებას.

„ჩვენ ვეცდებით, რომ სოცმუშაკები ამ საშუალებას იყენებდნენ, სანამ სახალხო დამცველს არ ექნება მონოტორინგის შესაძლებლობა“, – განაცხადა დავითულიანმა.

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვი“ (PHR) წარმომადგენელი ანა არგანაშვილი კრიტიკულად აფასებს ამ განცხადებას და ბავშვთა უფლებებზე არასპეციალიზებული ადამიანების მუშაობას.

„ძალადობის მოწმე და მახვერპლ ბავშვებთან, ბავშვთა უფლებებზე არასპეციალიზებული ადამიანების მუშაობას (ანუ, გასაუბრებას) კრძალავს კანონი (დაგუგლეთ რომელი). თუ იმ ორ დეპუტატს აქვთ სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებზე და, კონკრეტულად, ძალადობის მახვერპლ და მოწმე ბავშვებთან გასაუბრების ტექნიკას ფლობენ, კი ბატონო. თუ არ ფლობენ, ბავშვების უფლებების ახალ დარღვევას ჩადიან ახლა“, – წერს არგანაშვილი.
მისივე თქმით, „საშინელება შეიძლება მოხდეს, როცა არასპეციალისტი ვერ აცნობიერებს რამხელა პასუხისმგებლობას იღებს ასეთ ბავშვთან გასაუბრებით. შეიძლება ბავშვი მოულოდნელად ჩამოგეშალოს ან, მეორედ მიაღებინო ტრავმა შენი ხელის ან თვალის არასწორი მოძრაობით, ერთი არასწორი სიტყვით. თუ ვერ ხვდებიან ამ საფრთხეს, რადგან არსად ეს არ უსწავლიათ, მაშინ ახსნასაც აზრი არ აქვს“.
LB loan image desktop LB loan image mobile