ვაკის პარკში დაღუპული 13 წლის მარიტას საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

პუბლიკა

ვაკის პარკში დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.

საქმეში ბრალდებული 9 პირიდან მოსამართლემ ერთი, ვალერი გოგიშვილი უდანაშაულოდ ცნო, დანარჩენ პირებს კი საპატიმრო სასჯელი შეუფარდა:

  • „გრინსერვისის“ დირექტორს, 6 წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა,
  • 4 წლით – ელექტროშემდუღებელ გიორგი გობეჯიშვილს,
  • 3 წლისა და 6 თვის ვადით – „მშენ-ექსპერტის“ დრექტორს, ნუგზარ ქიტიაშვილსა და ექსპერტ დავით თუშიშვილს,
  • ხოლო 3 წლის ვადით – „ნიუ მეტალ დიზაინის“ თანამშრომელ ლაშა ჭიღიტაშვილს, „გრინსერვისის“ თანამშრომელ დევი კახოიძეს, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და „გრინსერვისის“ თანამშრომელს ბექა მურღულიას.

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, სასამართლომ ამ განაჩენით ვერ დააკმაყოფილა სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ტესტი და გაიზიარა პროკურატურის სუბიექტური პოზიცია.

ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ მას შემდეგ, რაც მოსამართლე გადაწყვეტილების დასაბუთებას ჩააბარებს.

2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, მისი ამოღების მცდელობისას სამ ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.