ვაქცინაციისთვის ამ ეტაპზე 100 000 ადგილია გახსნილი, შევსებულია - 27 000

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ უკვე გაიხსნა ვაქცინაციის პორტალი,  ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანია გახსნილი და ელოდება მოქალაქეებს.

„გუშინ, მოგეხსენებათ, დაიწყო მასობრივი ვაქცინაციის კამპანია. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანამ მიიღო 1 მილიონი ვაქცინა. ნახევარი მილიონი სინოვაკი, ნახევარი კი – სინოფარმი”. – თქვა მან საკოორდინაციო საბჭოს სხდოის დასრულებისას.

მისი თქმით, ვაქცინაციისთვის.ქვეყნის მასშტაბით 160 დაწესეულებაა გახსნილი,

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ  დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ელექტრონულ პორტალზე, ისე დაწესებულების ცხელ ხაზებზე, რომელიც გამოქვეყნებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვეგვერდზე. დაჯავშნა ასევე შესაძლებელია კლინკიაში ვიზიტით, თუმცა ეს გზა სასურველი არ არის რიგების თავიდან აცილების მიზნით.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის  27 000-ზე მეტი ადგილია დაჯავშნილი და ეს რაოდენობა სწრაფად იმატებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს აქტივობა ძალიან მაღალი არ არის, თუმცა მისი ინფრომაციით ჩაწერის დინამიკა მზარდია.