ვარკეთილში „ლიდერბეთის“ ტოტალიზატორი დააყაჩაღეს

პუბლიკა

თბილისში, ვარკეთილში დღეს კომპანია „ლიდერბეთის” ტოტალიზატორი დააყაჩაღეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.