ველი, რომ პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირები სასწრაფოდ გათავისუფლდებიან – სენატორი რიში

ამერიკის სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

„მოხარული ვარ ამ კვირის ბოლოს საქართველოში პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს შორის მიღწეული შეთანხმებით და მაქვს მოლოდინი, რომ შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში შეთანხმება სრულად განხორციელდება.

ამ წლის დასაწყისში მე და ჩემმა კოლეგამ, სენატორმა შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი მივწერეთ იმისთვის, რომ გამოგვეხატა შეშფოთება საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით და ვურჩიეთ მას, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაესრულებინა დემოკრატიის გზაზე უკუსვლა. მოხარული ვარ, რომ ეს შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია დემოკრატიის აღსადგენად და კარგი მმართველობისთვის საქართველოში.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ წლის ბოლოს, სავალდებულოა, შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად გატარდეს და მას ყველა მხარემ პატივი სცეს.

ტაშს ვუკრავ ორმხრივ შეთანხმებაში ჩადებულ იმ დაპირებას, რომ აუცილებელია რეაგირება იმგვარ ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება, აღქმული იყოს, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების შეუფერებელი პოლიტზება და ველი, რომ პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირები სასწრაფოდ გათავისუფლდებიან“, – წერია განცხადებაში