ვიმყოფებით იმ ფაზაში, რომელიც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანა იმ ფაზაში იმყოფება, რომელიც გარკვეულწილად, მესამე ტალღის დასაწყისია.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ფაზაში, რომელიც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია. აქ მნიშვნელოვანია, ერთობლივი ღონისძიებები გატარდეს – ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრული გამართვა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების მოტივირება, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც შრომითი უსაფრთხოების მხრიდანაა მოწოდებული აუცილებლად უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მაქსიმალურად დაიცვან საჭირო რეკომენდაციები.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 307 და გარდაიცვალა 6 კოვიდპაციენტი.