ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერობის კანდიდატი - Edison Research-ის შედეგები

პუბლიკა

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი, 25%  ამბობს, რომ ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, დავით ბაქრაძე უნდა იყოს.

პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
დავით ბაქრაძე – 25%;
გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) – 19%;
გრიგოლ ვაშაძე – 18%;
მიხეილ სააკაშვილი – 15%;

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით,  ეს კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა ქართული ოცნების, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. გამოკითხვის მიხედვით, ასე მოსახლეობის 57% ამბობს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.