ვულოცავ კიევის დღეს მის მოსახლეობას, რომლის გამძლეობა სამაგალითოდ რჩება - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მოსახლეობას კიევის დღეს ულოცავს.

„გილოცავთ კიევის დღეს! 1540 წლის ლამაზი, ევროპული ქალაქი, რომლის მომავალიც ისეთივე ნათელი და გმირულია, როგორიც მისი ისტორია. ვულოცავ კიევის მოსახლეობას, რომლის საუკუნოვანი გამძლეობა განაგრძობს იმედის გაღვივებას და სამაგალითოდ რჩება“,- წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.