წინასწარი ინფორმაციით, ექთნის გარდაცვალების პირდაპირ გამომწვევ მიზეზად შესაძლოა ვაქცინა არ დასახელდეს - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების პირდაპირი გამომწვევი მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა.

„არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად შესაძლებელია არ დასახელდეს ვაქცინა. ჩვენ ველოდებით სამხარაულის დასკვნას და ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც იქნება წარმოდგენილი, როგორც სამხარაულის ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა“, – განაცხადა მინისტრმა.

ექთანი მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა.