„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის ცნობით, ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე აქტივისტი ელდარ კეზუა დააკავეს.
აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზუგდიდის ფილიალთან იმართებოდა. ოპოზიციონერმა აქტივისტებმა პერფორმანსი გამართეს, მიიტანეს ბანერები წარწერით „რევოლუცია“, შპრიცები და ფხვნილი, რითაც სიმბოლურად გამოხატეს, რომ არჩევნები ხელისუფლებამ ამ გზით მოიგო.
ელდარ კეზუას დაკავება სამართლადამცველებთან დაპირისპირებას მოჰყვა.
კეზუას დაკავების დეტალების გასაგებად „პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
ანა წითლიძემ და აქტივისტებმა გუშინ, 3 ნოემბერს აქცია გუბერნიასთან გამართეს. წითლიძე ამბობს, რომ პროტესტი ყოველ დღე სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მოეწყობა.