Wizzair მარტის ბოლოდან 20 მიმართულებით განაახლებს ფრენებს - ნათია თურნავა

პუბლიკა

ეკონიმიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, „ვიზეარი“ 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას შეასრულებს.

„ვიზეარი“ მარტის ბოლოდან განაახლებს ფრენებს განახლებულ ქუთაისის აეროპორტში და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა“, – თქვა თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე მარტის ბოლოდან Wizzair აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს.

„მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია Wizzair აბუ-დაბი და ფრენებს შეასრულებს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით“, – განაცხადა მინისტრმა.

საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა პირველ თებერვალს მოიხსნა.