ზელენსკიმ მოუწოდა დასავლეთს, არ შექმნან პანიკა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა დასავლეთს, ნუ შექმნიან პანიკას უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მობილიზაციის ფონზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ზელენსკიმ რეპორტიორებს განუცხადა, რომ რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის შესახებ გაფრთხილებები უკრაინის ეკონომიკას საფრთხის ქვეშ აყენებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას მომდევნო თვეში განახორციელებს. რუსეთმა თავის მხრივ უარყო, რომ დაგეგმილია უკრაინაზე თავდასხმა, რუსეთის საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვს ომი არ სურდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს, დაახლოებით, 100 ათასი ჯარისკაცი ჰყავს უკრაინის საზღვართან, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ახლა იმაზე დიდ საფრთხეს ვერ ხედავს, ვიდრე გასულ გაზაფხულზე ხედავდა.

„არის გზავნილები, მათ შორის სახელმწიფოების პატივცემული ლიდერებისგანაც, რომლებიც ამბობენ, რომ ხვალ უბრალოდ, ომი იქნება. ეს არის პანიკა – რა უჯდება ეს ჩვენ სახელმწიფოს? ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია უკრაინისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.