ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს მანდატის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პარლამენტს სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა.

„ამ ბოიკოტის რეჟიმს პროცედურულად აღსრულება სჭირდება, პირადად მე ვაპირებ, ახლა აღვასრულო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ამ ნაბიჯით ამომრჩეველს ეუბნება, რომ არჩევნები გაყალბდა.

ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, რადგან „გირჩის“ სიის დანარჩენ მანდატიან წევრებს ის გამოეყო.

ჯაფარიძე ამბობს, რომ მათ „გირჩის” დანარჩენ წევრებს გზა აქვთ არჩეული, კერძოდ, იტოვებენ პარლამენტში შესვლის შანსს იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საკმარისი 113 დეპუტატი შეგროვდება, ამიტომ ჯერ არ წერენ განცხადებას.