1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1886 ლარი გახდა

პუბლიკა

ეროვნული ბანკის ცნობით, 18 სექტემბრის ოფიციალური გავცლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1886 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1547 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0339 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7603 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.7440 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0163 ლარი შეადგინა.


2020 წლის 16 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.