1-ლი მოსმენით მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომ პოლიტიკური ჯგუფის ფორმირება 2 დეპუტატითაც იყოს შესაძლებელი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „მოქალაქეების“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2-მდე მცირდება.

ამ ინიციატივის საბოლოო მიღების შემდეგ პოლიტიკური ჯგუფის შექმნას „მოქალაქეები“ და „გირჩი“ შეძლებს.

პოლიტიკური ჯგუფი მე-10 მოწვევის პარლამენტში ახალი ფორმირებაა, რომელიც იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, რაც ფრაქციას აქვს.

ამ ეტაპზე პარლამენტში არსებობს „ევროპული სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფი.

„მოქალაქეების“ ინიციატივას მმართველი გუნდის მხარდაჭერაც აქვს.