14 მაისი | ჩატარდა 38 468 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 468 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.61 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 327 831-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.35%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.40%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 334-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 397 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 790 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 168, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 41, გურია – 39, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.