2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული გამოვლინდა

პუბლიკა

განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსზე საუკეთესო ათეული გამოვლინდა.

2022 წლის საუკეთესო ათეულის წევრები არიან:

  • კახა გალდავა – სამტრედიის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
  • მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა“ ქიმიის მასწავლებელი;
  • ლალი მარგიანი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
  • ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ხათუნა ნოზაძე – თბილისის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის და დავით სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი;
  • ნუგზარ სადიკოვი – თბილისის N55 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • მიმოზა ღოლიჯაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის და მეცნიერებათა სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;
  • როლანდ შავაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
  • სოფიო ძიგრაშვილი – ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;
  • ირა ძირკვაძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, განათლების კოალიციის ინფორმაციით, 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გახდება ცნობილი.

განათლების კოალიციის ინფორმაციით, ჯილდოს მფლობელი ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარს მიიღებს. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს კი ლიბერთი ბანკი დააჯილდოებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

კონკურსი მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

 

LB loan image desktop LB loan image mobile