2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა პრეზიდენტთანაც არ განხილულა - ზურაბიშვილი

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში დღევანდელი მოხსენებისას განაცხადა, რომ ოპოზიციას მოეთხოვება, გამოიჩინოს მეტი შეგნება, თუმცა არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან რაღაც საკითხებზე შეთანხმება და „წინასწარ გაფრთხილება“. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა მაგალითად მოიყვანა ის, რომ „2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა, არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული“.

„ოპოზიციას მოეთხოვება, გამოიჩინოს მეტი შეგნება. მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე – ჩემ შემდეგ ან ჩემ გარეშე, რაც გინდა მომხდარა, თუმცა არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს. მაგალითად მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც, არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.