21 მარტი | კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი

პუბლიკა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი. 20 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.20 %.

ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.55 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.63%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 269 973-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 15, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.