23 დეკემბერი | კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა და 51 გარდაცვლილი

პუბლიკა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 214 871-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 191 968-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი ემსხვერპლა.

მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 457 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 359 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 098 PCR ტესტით.