24 დეკემბერი | კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი

პუბლიკა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სიჭინავას თქმით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 737 პირი და სამწუხაროდ, გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის – 7 146 კვლევა ანტიგენის და 6 553 PCR ტესტებით.