ჩვენი პარტია ცალსახად წინააღმდეგია ყოველგვარი რეზოლუციის - ინჯია

პუბლიკა

„მიმაჩნია, რომ ჩვენი პარტია ცალსახად წინააღმდეგია ყოველგვარი რეზოლუციის“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვა მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს გლობალური დაპირისპირებაა, ალბათ, საინტერესოა, რატომ ხდება ისე, რომ 99% ამ ქვეყნებისა, არც ერთი ქვეყანა [მეზობლებიდან დაწყებული] რეზოლუციას არ აცხადებს. მარტო გამოვდივართ ჩვენ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ოპონენტი დეპუტატების მითითებაზე, რომ ის არ არის ინფორმირებული ამ საკითხზე, ფრიდონ ინჯიამ უპასუხა, რომ „მე დახმარება არ მჭირდება, ახლა ნახავთ, თუ არ ვარ ინფორმირებული“.

„შენ, ამ შენი ქმედებით [რეზოლუციის მიღებით], რომ ერთ-ერთ ძმას უდგახარ გვერდით, ხომ აღრმავებ იმათ [რუსეთ-უკრაინის] დაპირისპირებას? აღრმავებ! გინდა, ერთ მხარეს იყო, გინდა – მეორე. ხომ ღრმავდება დაპირისპირება? იმის მაგიერ, რომ შენ უთხრა, დამშვიდდით ან დაიკავო ისეთი ბრძნული პოზიცია, რა პოზიციაც დაიკავა საქართველომ აგერ გვერდით მეზობლად, სომხეთსა და აზერბაიჯანის ომში, ბრძნული გადაწყვეტილება იყო, ის, რაც შეშვენის ჩვენს ქვეყანას. ჩვენს საქართველოს – მრავალსაუკუნოვან ქვეყანას. აქ ჩვენ უცბად, ვდგებით ერთ მხარეს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.