4 მიზეზი, რის გამოც იანვარში დენის გადასახადი გაიზარდა - „თელმიკო"

პუბლიკა

„თელმიკოში“ სემეკ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომისიების მხრიდან მიმდინარეობს შემოწმებები, რაც გამოწვეულია ქალაქ თბილისის მაცხოვრებელთა საჩივრებით ელექტროენერგიის ქვითრებზე ასახული გაზრდილი თანხების გამო.

„იანვრის თვეში რიგ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა და ეს რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული”. – აცხადებენ კომპანიაში.

მათი თქმით, უპირველეს ყოვლისა, ეს არის:

  • ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ წესზე გადასვლა 2022 წლიდან და ამასთან დაკავშირებით მეორე ქვითრის გაგზავნა დეკემბრის მოხმარების ნაშთზე;

  • ცვლილებები სახელმწიფო სუბსიდიების სისტემაში თბილისში, 2022 წლის იანვრიდან;

  • საშუალო თვიური მოხმარებიდან გამომდინარე, დეპოზიტების აქტუალიზაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ადრე რეგულარულად არღვევდნენ გადახდის ვადას;

  • იანვრის თვის ქვითარში წინა პერიოდების დავალიანების ასახვა.

„გულწრფელად ვწუხვართ, რომ მომხდარმა ცვლილებებმა უხერხულობა გამოიწვია და მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოუჩინოთ თითოეულ მომხმარებელს”. – ნათქვამია „თელმიკოს” გავრცელებულ განცხადებაში.