52 151 თვითდასაქმებულმა კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით უკვე მიიღო – პრემიერი

პუბლიკა

დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას პარალმენტში  უსმენენ.

გამოსვლისას გახარიამ განცხადა, რომ, დღეის მდგომარეობით, 427 206 ადამიანმა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების პირველი ტრანში უკვე მიიღო.

პრემიერის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 72 175  მოქალაქემ დაიწყო 1200 ლარის სოციალური დახმარების მიღება;

52 151 თვითდასაქმებულმა უკვე მიიღო კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით;

194 796 მოქალაქემ – ეს არის ის ხალხი, ვისაც სარეიტინგო ქულა აქვთ 65 ათასიდან  100 ათასამდე – მათაც სოციალური დახმარების პირველი ნაწილი უკვე ჩაერიცხათ;

22 644 მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახებმა, სახელმწიფოს მხრიდან, დღეის მდგომარეობით, პირველი ტრანში უკვე მიიღო;

40 440 შშმ პირს და შშმ ბავშვს უკვე ჩაერიცხა დახმარება;

18 000 ფერმერმა უკვე შეიძინა აგროდიზელი შეღავათიანი ფასით;

27 000 ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები, რომლის გამოყენებაც უკვე დაიწყეს.