ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

„სამწუხაროდ, მთელ ევროპაში ძალიან იმატებს „დელტა“ შტამის ფუნქციონირება. სამწუხაროდ, წამყვანი ხდება „დელტა“ შტამი ძალიან ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც იმატებს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა.

ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ „ინდური შტამიც“ იწყებს გავრცელებას“, – განაცხადა მან.

საქართველოში „ინდური შტამის“ დაფიქსირების შესახებ პირველად 27 მაისს განაცხადეს. ვირუსის ეს ფორმა 5 ადამიანს გამოუვლინდა, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქე იყო.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძრვანელობის განცხადებით, ჯერ-ჯერობით, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევბის 90%-ზე მეტი ე.წ. ბრიტანული შტამია.