„რიონის ხეობის მცველები“ „პუბლიკის“ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს ამბობენ

პუბლიკა

„რიონის ხეობის მცველებმა“ უარი თქვეს ეპასუხათ „პუბლიკის“ კითხვებზე, რომლებიც მათ გუშინდელ განცხადებას ეხებოდა.

ჩვენ მათ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ ვთხოვდით თანხმობას ვარლამ გოლეთიანთან ინტერვიუზე, რაზეც მათ, ამ დროისთვის უარი განაცხადეს.

ჩვენ გვაინტერესებდა რატომ გადაწყვიტეს პრაიდის შესახებ აზრის გამოთქმა, როდესაც ყოველთვის ამბობდნენ, რომ სხვა საკითხებზე პოზიციის დაფიქსირება არ სურდათ, რათა ნამახვანჰესის პრობლემიდან აქცენტი სხვა თემაზე არ გადაეტანათ.

ასევე ვგეგმავდით გვეკითხა, აცნობიერებენ თუ არა იმ საფრთხეს, რომ მათმა განცხადებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აგრესიის გაძლიერებას, მით უმეტეს პრაიდკვირეულში.

ჩვენი მიზანი იყო, დაგვესვა ეს და სხვა კითხვები, რაც საზოგადოებაში, მათმა განცხადებამ გააჩინა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, „რიონის ხეობის მცველებმა“ ამ კითხვებზე ჩვენთვის პასუხის გაცემა არ ისურვეს.

გოლეთიანის თქმით, ის აპირებს საღამოს „ლაივში“ გავიდეს და იქ ისაუბროს ამ თემაზე.