ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც პროტესტის ნიშნად პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ჰქონდათ დაკავებული, ადგილი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
დეპუტატ ანა წითლიძის მიერ გავრცელებულ facebook-ჩართვაში ჩანს, რომ მათ გაყვანაში ჩართული იყვნენ პარლამენტის მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები. ტრიბუნასთან ასევე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი.
„ქართული ოცნების” დეპუტატ ლევან მგალობლიშვილსა და ანა წითლიძეს შორის შელაპარაკებაც მოხდა. ვიდეოში ისმის მგალობლიშვილის სექსისტური მიმართვა: „თქვენი ქალები არ არიან? მოკიდეთ და წაიყვანეთ!”. მას შემდეგ, რაც ანა წითლიძემ მისი ეს რეპლიკა გააპროტესტა, მგალობლიშვილმა მის ტელეფონს ხელიც ჩაარტყა.