ყველა მოღალატე და ამ ბინძური შეთქმულების ავტორი, დაისჯება სამაგალითოდ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„თქვენ ახსენებთ მოღალატეების გვარები, მე აღარ მინდა, გავიმეორო, ერთ ვიტყვი მხოლოდ, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ის ყველა ვერსიას დაამუშავებს, და არჩევნების შემდეგ ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი, ყველა მოღალატე და ამ ბინძური შეთქმულების ავტორი და თანამონაწილე, დაისჯება სამაგალითოდ”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, „შეიძლება თუ არა, რომ ხოჯევანიშვილსა და გახარიასთან მიდიოდეს ეს საქმე, მათი გატანილი იყოს ეს საკითხი, იმიტომ, რომ პოლიტიკურ ინტერესზე საუბრობდით”.

პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას კვლავ აღნიშნა, რომ მთავრობასა და ეკლესიას შორის მტკიცე ერთობა არსებობს.

„ჩემი შეფასებაა, რომ ეს არის პირდაპირი შეთქმულება ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, დაბ უსუსური მცდებალობაა, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის. ერთი მინდა ვთქვა, რომ დღეს ისე როგორც არასდროს არსებობს ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა მთავრობასა და ეკლესიას შორის და ეს ასე იქნება ყოველთვის”, – აღნიშნა მან.

პრემიერმა არ უპასუხა შეკითხვას – „ვინ იწერდა, ვინ აკეთებდა ამ ჩანაწერებს”.


12 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.

საუბარია, დაახლოებით სამი ათასამდე დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.