ნიკა გვარამიაზე თავდსახმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

საქალაქო სასამართლოში, სადაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას სასმართლო პროცესი მიმდინარეობდა, მის ადვოკატს, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიას ორმა უცნობმა პირმა მიაყენა შეურაცხყოფა. გვარამიას თქმით, მას სახეში ჩაარტყეს.

დნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე „მედია კოალიციამ” განცხადება გაავრცელა.

კოალიცი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, განახორციელონ დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით. კოალიცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამნაშავეთა დროულ გამოვლენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას, რათა მოხდეს მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია.