„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კერი დეგნანის განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს.
„ მე ვარ ამ საქმის, უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც კონსტიტუციური სამართალი ჰქვია და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი ბარიერი – 2 % ან უფრო დაბალი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი.“ – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პრულარიზმი და მრავალფეროვნებას პროპორციული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს.