გერმანიამ უკრაინის არმიისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემის ნებართვაზე ნატო-ს მოკავშირე ესტონეთის მოთხოვნა დაბლოკა. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების რაკეტებისა და სხვა სახის იარაღის გაგზავნის უფლება მისცა.
უკვე ორ თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა.