კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი | 23 იანვრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 9 696 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ვირუსით გარდაიცვალა 28 ადამიანი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 803 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 793 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 010 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 20.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 12.56% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.66%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 5 646 შემთხვევა, აჭარა – 1 136, იმერეთი – 1 074, ქვემო ქართლი – 386, შიდა ქართლი – 311, გურია – 182, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 362, კახეთი -287, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 160, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 74 683 საიდანაც:4 557 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 051 445.