საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 53, ხოლო გამოჯანმრთელდა 13 245 კოვიდპაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 32.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 29.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 32.84%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 10 931 შემთხვევა, აჭარა – 1 876, იმერეთი – 3 281, ქვემო ქართლი – 1 193, შიდა ქართლი -1 062, გურია – 616, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 496, კახეთი – 1 101, მცხეთა-მთიანეთი – 450, სამცხე-ჯავახეთი – 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 79.
Stopcov.ge-ის განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 398 059 , ბოლო 24 საათში – 22 444;
- გამოჯანმრთელებული – 1 154 476 , ბოლო 24 საათში – 13 245;
- გარდაცვლილი – 15 404 , ბოლო 24 საათში – 53;
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 68 392, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 42 943, PCR ტესტით – 25 449;
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 32,82%, ბოლო 14 დღის – 29,93%, ბოლო 7 დღის – 32,84%;
- სულ აცრილია – 2 764 352, დღიურად აცრილია – 3 454;
- კარანტინის რეჟიმში – 41;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 085;
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 858.