რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი პოლიტიკოსი ვლადიმერ ჟირინოსვკი კორონავირუსსიგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი.
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში 9 თებერვალს გადაიყვანეს. როგორც რუსული მედია წერდა, ჟირინოვსკი ორი კვირა მალავდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.
76 წლის პოლიტიკოსს საავადმყოფოში გადაყვანისას კორონავირუსისგან გამოწვეული პნევმონია ჰქონდა. ჰოსპიტალში შეყვანისას მას უკვე ორივე ფილტვზე ჰქონდა ანთება და დაზიანება 50-75% იყო.
მას შემდეგ, მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, როგორც ჟირინოვსკის მდგომარეობის გაუმჯობესების, ისე დამძიმების შესახებ.
ვლადიმერ ჟირინოვსკი დეკემბერში ამბობდა, რომ ის „სპუტნიკის“ ვაქცინით უკვე რვაჯერ აიცრა. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თქმით, ის შეიძლება ერთადერთია, ვინც კორონავირუსის ვაქცინით ამდენჯერ აიცრა.