ბრიტანეთი 5 რუსულ ბანკს და სამ პირს სანქციებს უწესებს

პუბლიკა

ბრიტანეთი 5 რუსულ ბანკს და სამ პირს სანქციებს  უწესებს. 

ამის შესახებ თემთა პალატის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

სანქციების ქვეშ მოხვედრილ ოლიგარქებს შორის არიან გენადი ტიმჩენკო და ძმები როტენბერგები.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Nord Stream 2 გაზსადენის სერტიფიცირების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილება რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვა.