ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევა და 41 გარდაცვლილი - კორონავირუსის 24 თებერვლის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 918 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 206 პირი, გარდაიცვალა 41 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 29.17% ხოლო 7 დღის მანძილზე – 26.71%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 447 969.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 022 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 548 შემთხვევა, აჭარა – 624, იმერეთი – 1 438, ქვემო ქართლი – 363, შიდა ქართლი – 520, გურია – 358, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 546, კახეთი – 664, მცხეთა-მთიანეთი – 174, სამცხე-ჯავახეთი – 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.