თბილისში უკრაინის საელჩოსთან აქციაზე რუსეთის მოქალაქემ რუსული პასპორტი დაწვა.
„რუსეთის მოქალაქე ვარ და მრცხვენია. მე უარს ვამბობ რუსეთის მოქალაქეობაზე და არ მინდა რუსული პასპორტი“, – უთხრა ჟურნალისტებს ანტონ მიხალჩუკმა .
დღეს თბილისში, უკრაინის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.