პრემიერის განცხადებების შემდეგ თბილისში სამი აქცია დაიგეგმა

პუბლიკა

საქართველოს პრემირ-მინისტრის დღევანდელი განცხადებების შემდეგ, რომ „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს“, „უკრაინაში ჩასვლა – ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და „მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს“, თბილისში რამდენიმე აქცია დაიგეგმა.

„პასუხი რუსულ „ოცნებას““ – აქცია 19:00 საათზე დაგეგმა პარტია „დროამ“. ვიკრიბებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან – წერია ღონისძიების აღწერაში.

კიდევ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ აქცია სახელწოდებით „გაანიავეთ“ 18:00 საათზე დაგეგმა.

„მთავრობას არაფერს მოვთხოვთ. არ გვჯერა, რომ ამათთან საუბარს რაიმე აზრი აქვს. გვინდა, ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენი მთავრობისნაირი უნამუსო ჩმორები არ ვართ! გაანიავეთ ის სუნი, რომელიც დააყენეთ !“, – წერს პარტია ღონისძიების აღწერაში.

კიდევ ერთი აქცია, სახელწოდებით „ღარიბაშვილო, გაა☭ვი რუსეთში!“ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა, მამუკა ჯუღელმა და მიშკა ქუმსიშვილმა 19:00 საათზე დაგეგმეს, ასევე კანცელარიასთან.

„ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ უმოქმედობა, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები შეურაცხყოფს ქართველი ერის ღირსებას, წარმოადგენს პრორუსულ ნარატივს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებასა თუ დამოუკიდებლობას! რუსი ოლიგარქის და მისი ქვეშევრდომების, პირველ რიგში ღარიბაშვილის ადგილი არის რუსეთში“, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

განახლება

19:00 საათზე კანცელარიასთან აქციისკენ მოსვლისკენ მოქალაქეებს მოუწოდა მოძრაობა „სირცხვილიამ“. „პრორუსო მთავრობა, იდი ნა *უი“, – წერს მოძრაობა სოციალურ ქსელში.