EU-ს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ში წერს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად დღეს ევროპის ერთიანობა აუცილებელია და ევროპის მხარდაჭერა უნდა გავრცელდეს საქართველოსა და მოლდოვაზე.

სალომე ზურაბიშვილის ცნობით, ის ესაუბრა ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესს, რომელთანაც ითქვა, რომ რუსეთის აგრესია მსოფლიოს საზრუნავია.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს.