საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მის ვებგვერდზე გაზიარებული ბანერი „ამოგლეჯილ იქნა კონტექსტიდან”.
„კონკრეტული ბანერი, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია ჰუმანიტარული აქტებისა და სოლიდარობის ნიშნად გამოხატული სიმბოლური ნაბიჯების შესახებ (თბილისის ანძისა და ბათუმის სტადიონის განათება), ამოგლეჯილ იქნა კონტექსტიდან და აღქმულ იქნა, როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის მხოლოდ ამ ფორმით გამოხატულება, რაც არის მიზანმიმართული ქმედება და ისახავს დისკრედიტაციის ელემენტების გაღვივებას”. – ამბობენ სამინისტროში.
ამ ბანერს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა და თქვა, რომ „პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!”