მოსკოვში უკრაინის მხარდაჭერის გამო მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში ბავშვებიც გადაიყვანეს

პუბლიკა

მოსკოვში უკრაინის მხარდამჭერი პოსტერების გამო, ბავშვები მშობლებთან ერთად დააკავეს და პრესნენსკოეს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. განყოფილებაში გადაყვანის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ორმა მოქალაქემ მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან შვილებთან ერთად ყვავილები მიიტანეს და ბავშვებს უკრაინის მხარდამჭერი პოსტერები ეკავათ. ისინი პოლიციის განყოფილებიდან მოგვიანებით გამოუშვეს და დაინიშნა სასამართლო.