რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 498 ჯარისკაცი დაკარგეს

პუბლიკა

რუსეთი აცხადებს, რომ უკარინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის არმიამ დაკარგა 498 ჯარისკაცი, ხოლო 1597 – დაშავებულია. ინფორმაციას The Kiev independent ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, რუსეთმა დაკარგა, დაახლოებით, 5840 ჯარისკაცი.


უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია.  კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება იყო კიევის რკინიგზის სადგურთან. კიევში მომუშავე საერთაშორისო ჟურნალისტები twitter-ზე წერენ, რომ სარაკეტო თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე იყო მიმართული, რაც კიევის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია და ნამსხვრევები კიევის რკინიგზის სადგურთან აფეთქდა. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.