„შეიძლება, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღმა გადაიწიოს. განსახილველია საკითხი. პირადად ამ განხილვებში ჩართვა ვერ მოვასწარი, მაგრამ უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი, იქნება თუ არა გამოსვლა – გადავწყვეტთ. თუ სხვა გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა არსებობს, ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ – ყველაფერი შეიძლება, არ ვიცი, ვნახოთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციამ აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით 2022 წლის 5 მარტს წარდგეს.