ბლინკენი - ველაპარაკე სალომე ზურაბიშვილს, რათა მადლობა მეთქვა საქართველოს მხარდაჭერისთვის უკრაინისადმი

პუბლიკა

„ველაპარაკე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა მადლობა მეთქვა საქართველოს მხარდაჭერისთვის უკრაინისადმი და ხაზი გამესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი“, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბლინკენი აღნიშნავს, საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.