უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ დროა, დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე.
„ამ ომის ლოგიკაა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დიდ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების გაზრდა. მხოლოდ დახურული ცა შეაჩერებს ესკალაციას. დროა, დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.
რუსეთი მეცხრე დღეა, უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. გამთენიისას რუსები უკრაინის ზაპორიჟიეს ოლქში მდებარე ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს დაესხნენ თავს. ხანძარი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ კორპუსში, რომელიც ახლა ლიკვიდირებულია.