რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში Facebook დაბლოკა. ამის შესახებ BBC რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ზე დაყრდბობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთში სოციალური ქსელის დაბლოკვის გადაწყვეტილება როსკომნადზორმა მიიღო იმ მოტივით, რომ Facebook-თან დაკავშირებით 2020 წლის ოქტომბრიდან რუსული მედიის წინააღმდეგ უკვე დისკრიმინაციის 26 საქმე დაგროვდა.
უწყების განცხადებით, მათ შორისაა პროკრემლისტური მედიაგამოცემების შეზღუდვა.