რუსეთის წამყვანმა ავიაკომპანია „აეროფლოტმა“ გამოაცხადა, რომ 8 მარტიდან ბელორუსიის გარდა ყველა საერთაშორისო ფრენას შეაჩერებს.
რუსული მედიის ცნობით, 6 მარტიდან ავიაკომპანია აჩერებს ორმხრივი ბილეთებით საერთაშორისო ფრენებს, ცალმხრივი ბილეთებით ფრენა კი 8 მარტამდე იქნება შესაძლებელი.
მათი ცნობით, ფრენების შეჩერება შეეხებათ ავიახაზებს Rossiya და Aurora.
NEXTA-ს ცნობით, ფედერალური სააგენტო აუქმებს ყველა ფრენას ავიაკომპანიებისთვის, რომელთაც ევროპის ქვეყნებიდან იჯარით ჰქონდათ აღებული საჰაერო ხომალდები.
„მათ ეშინიათ, რომ ევროპის აეროპორტებში დაშვებისას თვითმფრინავების დაბრუნებას მოითხოვენ“, – წერია ინფორმაციაში.