რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ის მარტო არ იმყოფებოდა.

გამოცემის თანახმად, თავად ჟურნალისტი კომენტარისგან თავს იკავებს რუსეთში ჟურნალისტების მიმართ მომეტებული საფრთხის გამო.

„დოჟდმა“ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. მას შემდეგ ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილი რუსეთის დატოვებას ცდილობს.