VISA და Mastercard რუსეთში საქმიანობას აჩერებენ

პუბლიკა

უკრაინაში შეჭრის გამო Visa და Mastercard რუსეთში ოპერაციებს წყვეტენ. კომპანიების წარმომადგენლები მუშაობენ კლიენტებსა და პარტნიორებს, რათა ყველა ტრანზაქცია დაასრულონ.

კომპანიების განცხადებით, რამდენიმე დღეში რუსეთში გამოშვებული ბარათები სხვა ქვეყნებში უფუნქციო გახდება, ხოლო სხვა ქვეყნებში გაცემული ბარათები აღარ იმუშავებს რუსეთში.