მოდის სახლ Balenciaga-ს ჩვენება დღეს იმართება. დამსწრე საზოგადოებას კი სკამებზე უკრაინის დროშები დახვდებათ. მოდის სახლისს ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ მაყურებელს წერილიც დაახვედრა, რომელშიც აღნიშნავს, რომ დღევანდელი შოუ სიმამაცეს, გამძლეობას, მშვიდობისა და სიყვარულის გამარჯვებას მიეძღვნება.
„უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში ტკივილი გააღვიძა იმ წარსული ტრავმის, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე რამ მოხდა ჩემს ქვეყანაშიც. და მე მარადიულ ლტოლვილად ვიქეცი. მარადიულ ლტოლვილად იმიტომ, რომ ეს არის ის, რაც ყოველთვის შენში რჩება. შიში, სასოწარკვეთა, იმის გააზრება, რომ არავის უნდიხარ. თუმცა მე ასევე გავიაზრე, სინამდვილეში რა არის მნიშვნელოვანი – თავად სიცოცხლე, ადამიანური სიყვარული და თანაგრძნობა.
ამიტომ ამ კვირაში ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო შოუზე მუშაობა. რადგან ასეთ დროს, მოდა კარგავს რელევანტურობას და არსებობის უფლებასაც კკი. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება. ვფიქრობდი, რომ გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველა ძალიან ველოდით. მაგრამ შემდეგ, ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა დანებება ეშმაკთან, რომელმაც უკვე საკმარისი ტკივილი მომაყენა, თითქმის 30 წლის განმავლობაში. გადავწყვიტე, რომ აღარ შევწირო ჩემი ნაწილები ამ უგრძნობი, უგულო ეგოს ომს.
შოუს დამატებითი განმარტება არ სჭირდება. ის ეძღვნება სიმამაცეს, გამძლეობას, მშვიდობისა და სიყვარულის გამარჯვებას!“, – წერს დემნა გვასალია.